ცხლადმოთუთიება (გალვანიზება)
რკინისდაფოლადისკოროზიისგან დაცვის ყველაზერაციონალურიდა რეალური გზაა მისი ცხლად მოთუთიება (გალვანიზება). რკინისა და ფოლადის მასალაზე გავლენას ახდენს ატმოსფერული პირობები, დროთა განმავლობაში ისინი კარგავენ ფიზიკურ, ქიმიურ, ელექტრო და სხვა თვისებებს და შესაბამისად ხდებიან კოროზიის მსხვერპლნი. კოროზია მხოლოდ გარეგნული დეფექტი არ არის, იგი არის ქიმიური რეაქცია, რომელიც ერევა (ანგრევს) ლითონს.
იმისათვის, რომ რკინა იყოს კოროზიის მიმართ რეზისტენტული, ლითონისზედაპირებზეგამოიყენება კოროზიისაგან დამცავიმეთოდები.სწორედ ასეთი დამცავი დამცავიმეთოდიალითონის (რკინის) ზედაპირის საღებავით, პლასტმასით, ნიკელით, ქრომით, სპილენძითდათუთიითდამუშავება. თუმცაღა ზემოხსენებული დამცავი მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური არის ზედაპირის ცხლად მოთუთიება. ქვემოთ მოცემულია ის უპირატესობანი, რომელიც გააჩნია ცხლად მოთუთიების მეთოდს სხვებთან შედარებით.
- სხვა მეთოდები ძალიან მგრძნობიარეა მცირე დაზიანებების მიმართ და სწორედ ეს დაზიანებები არის სუსტი კოროზიასთან მიმართებაში. ცხლად მოთუთიებული ზედაპირი კი მცირე ნაკაწრების მიმართ არის საკმაოდ რეზისტენტული, მეტიც, მას გააჩნია თვითაღდგენის თვისებაც. ამას “self healing effect”(თვითაღდგენის ეფექტი) და “კათოდური დაცვა” ჰქვია.
- ცხლად მოთუთიებული ზედაპირები არის შედარებით დაცული გარე ზემოქმედებისგან; რადგან თუთია ქმნის მეტალურგიულ კავშირს გალვანურ მასალასთან და მის ზედაპირზე წარმოქმნილი ალუმინის ფენა უზრუნველყოფს გარე ზემოქმედებისგან დაცვას.
- მოთუთიება (გალვანიზება) არის ეკონომიკური მეთოდი.
ელექტროსტატიკურიფხვნილისაფარი
ელექტროსტატიკურიფხვნილითდაფარვის გამოყენება 1960 წელსევროპასადაამერიკაში, ხოლო თურქეთში კი 1980 წლიდან აქტიურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, თხევად საღებავთან შედარებით ეს მეთოდიახალია, მან უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.
ეს მეთოდი განსაკუთრებით იცავს ლითონის ზედაპირებს და აძლევს მას დეკორატიულ სახეს. ქვემოთ მოცემულია ის მიზეზები, რითაც ელექტროსტატიკური ფხვნილი საღებავით დაფარვის მეთოდი გახდა მეტად მოთხოვნადი.
- მისი გამოყენებიდან და გარემოსდაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე, ელექტროსტატიკური ფხვნილი საღებავი იკავებს პირველ ადგილს დაფარვის მეთოდებს შორის. ფხვნილი საფარი გამოიყენება ელექტროსტატიკური სპრეი იარაღით.
- ფხვნილი საღებავი ეკოლოგიურობის თვალსაზრისით გარემოს მეგობარია. მისი წარმოებისა და მოხმარების დროს ნარჩენები არ წარმოიქმნება და აქედან გამომდინარე, არ ხდება ჰაერისა და წყლის დაბინძურება. გარემოს დაცვის თვალსაზრისით, თხევად საღებავშიარსებული ორგანული არასტაბილური ქიმიკატები (VOCs) არ გვხვდება ფხვნილის საღებავში.
- სხვა საღებავებთან შედარებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე ფხვნილი საღებავის ნეგატიური ზემოქმედება გაცილებით მცირეა. მისი შერევა არ ხდება ჰაერში, აქედან გამომდინარე არ ზემოქმედებს სასუნთქ გზებზე. ამასთანავე, სხეულზე შეხებისას არ გააჩნია არანაირი გვერდითი მოვლენები.
- ფხვნილი საღებავი მზადაა გამოსაყენებლად. არ მოითხოვს შერევას და რაიმე ხსნარში გაზავებას. სპრეი იარაღის შლანგი იდება ფხვნილი საღებავის ტომარაში და ხდება მისი გამოყენება.
- ფხვნილი საღებავის საფარით შესაძლებელია ნებისმიერი სახის დეკორატიული ზედაპირის მიღება, როგორიცაა : სწორი, კაშკაშა (ბზინავი), უხეში, ქვიშის ქაღალდის (sandpaper) შესახედაობის და მოლაკული ზედაპირები.
საგზაო სიგნალიზაციის ბოძები
- ჩვენი ფირმა აწარმოებს საგზაო სიგნალიზაციის ბოძებს და ქალაქ ანკარიდან მთელი თურქეთის მასშტაბით ახორციელებს მათ რეალიზაციასა და მონტაჟს.
- ჩვენ, როგორც EMCİ-ს გუნდმა საგზაო სიგნალიზაციის ბოძების ექსპორტი და ადგილზე მონტაჟი განვახორციელეთ შემდეგ ქვეყნებში : უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ერაყი და სირია.
- ვიდრე ჩვენგან არ მიიღებთ აღნიშნული პროდუქციის ფასს, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ საგზაო სიგნალიზაციის ბოძების წარმოებას და იძლევა გარანტიას ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ.